Saturday, April 6, 2013

მუხრანელი ბაგრატიონები


პროექტის სახელწოდება: მუხრანელი ბაგრატიონები    
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან მუხრანელი ბაგრატიონების ისტორიას
პროექტის აქტუალურობა: გაეცნონ იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს  მუხრანბატონების  სასახლეში თანამედროვე   პირობებში, იმ პრობლემებს რომლებიც არსებობს დღეს და შეძლებისდაგვარად  მოიძიონ გზები არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის მიზანი:  მოსწავლეები  შეისწავლიან ბაგრატიონთა საგვარეულოს ისტორიას,მოახდენენ შეძენილი ცოდნის დაკავშირებას რეალობასთან, მოაწყობენ  მიზნობრივ  ექსკურსიას სოფელ მუხრანში და დაათვალიერებენ  ისტორიულ ნაგებობებს, შეაგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას, აიღებენ ინტერვიუს  მუხრანბატონების შთამომავალ ქალბატონთან ( რომელიც ამჟამად ცხოვრობს სოფელ მუხრანში), შეისწავლიან ნიკო ბურის სასახლის სავალალო  მდგომარეობას....დასახავენ გზებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად   და ა. შ.
მონაწილეთა ასაკი: 10 კლასი
ვადები:  3 თვე
მოსალოდნელი  შედეგები: დახატავენ სურათებს და მოაწყობენ ფოტოგამოფენას, დაწერენ რეფერატს, კომპიუტერის დახმარებით გააკეთებენ პრეზენტაციას, ჩაწერენ ინტერვიუს  მუხრანელი ბაგრატიონების  მემკვიდრესთან და მოძებნიან იტალიაში მყოფი ქეთევან ბაგრატიონის კოორდინატებს და გაესაუბრებიან  კომპიუტერის დახმარებით,მოახდენენ ამ ორი ქალბატონის ცხოვრების შესწავლა-შედარებას, მოიწვევენ სტუმრად მუხრანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ერთობლივი მუშაობის გეგმებს დასახავენ
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ლიტერატურა ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო ისტორიაზე, ნიკო ბურის  შესახებ წიგნი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,ფორმატები,კომპიუტერი და ა. შ.

პროექტის მსვლელობა:          პირველ ეტაპზე :  მოსწავლეები გაეცნობიან თეორიულ მასალას ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ.  კონკრეტულად  ბაგრატიონთა უმცროსი შტოს მუხრანბატონთა შესახებ, მაგალითად ნიკო ბურის, ქეთევან წამებულის, ივანე  და კონსტანტინე მუხრანბატონების შესახებ და სხვა   ( საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მასწავლებელიც )
                                                       მეორე ეტაპზე:    მოაწყობენ       მიზნობრივ ლაშქრობას მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, მუხრანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერებენ  ნიკო ბურის სასახლეს, ივანე მუხრანბატონის სასახლეს, სახელგანთქმულ ღვინის მარნებს,  ( სადაც დღეს  ხდება „შატო მუხრანის“ ჩამოსხმა ) ასევე სხვა  ისტორიულ ნაგებობებს . მოაგროვებენ სათანადო ფოტომასალას, შეხვდებიან და ჩაიწერენ ინტერვიუს მუხრანბატონთა შთამომავალ  ქალბატონთან, ასევე შეხვდებიან ბიზნესმენ  მამუკა ხაზარაძეს, რომელიც ხელმძღვანელობს მუხრანბატონების სასახლის აღდგენით სამუშაოებს,  ასევე მოინახულებენ  ეკლესიას, სადაც ჯვარი დაიწერა კახეთის დედოფალმა ქეთევანმა, რომელიც წმინდანად შერაცხა როგორც მართლმადიდებლურმა ასევე კათოლიკურმა ეკლესიამ.დაინტერესებულმა მოსწავლეებმა შეიძლება გააკეთონ ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან მუხრანული ღვინის ისტორიას. გაესაუბრებიან  ქეთევან ბაგრატიონს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ აღადგინოს ნიკო ბურის სასახლე და ა.შ.
                                                  მესამე ეტაპზე:  მოსწავლეები მოამზადებენ საპრეზენტაციოდ შეგროვილ  ფოტო და ვიდეო მასალებს, შეისწავლიან და გაითავისებენ ახალ თეორიულ  ცოდნას, რომელიც შეიძინეს მუშაობის  პროცესში,დახატავენ სურათებს და მოაწყობენ გამოფენას, ზოგი დაამზადებს რეფერატს ( სურვილის შემთხვევაში ), მოიწვევენ სტუმრად მუხრანის სკოლის  მოსწავლეებს, ერთად მოძებნიან გზებს, როგორ დეხმარონ ნიკო ბურის სასახლეს, რომელიც იმყოფება სავალალო მდგომარეობაში... და ა.შ.
                                                 მეოთხე ეტაპზე: მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას და ასევე შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს,ისაუბრებენ იმ ახალ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც შეიძინეს ამ პროექტზე მუშაობისას.
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია,ისტორია, ქიმია, ქართული,ისტი.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანული ლოთიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა lalilotishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: lali lotishvili’s blogs













Sunday, March 24, 2013

ჩემს შესახებ

ვარ ისტორიის პედაგოგი, ვმუშაობ თბილისის 174-ე საჯარო სკოლაში. ვასწავლი VIII, IX, X, XI, XII  კლასებს ისტორიას და სამოქალაქო განათლებას.